შინაგან საქმეთა სამინისტროში თეიმურაზ კუპატაძემ დღის განმავლობაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა. მისი განმარტებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების მიმართ უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს. კუპატაძის თქმით, ბოლო პერიოდში უწყებამ 55 ადამაინნი დააკავა, საიდანაც 37 ნარკორეალიზატორია. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების განმავლობაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღო.