პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, პროკურატურას საქმეზე არაერთი მტკიცებულება აქვს მოპოვებული. როგორც იაკობიძემ აღნიშნა, საქმეში როგორც ვიდეომტკიცებულებები, ასევე მოწმეთა ჩვენებებია წარმოდგენილი. საპირისპიროს აცხადებს გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე და აღნიშნავს, რომ პროკურატურას მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები აქვს. ლაზარე გრიგორიადისს, 7 მარტის აქციაზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი.