იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევა ორი კვირით გადაიდო. პლენარულ სხდომაზე, მეორე ტურის კენჭისყრა ფორმალურად ჩატარდა და შედეგად, რუსუდან კვინიკაძის, გოგა კიკილაშვილის, ლევან ნემსაძის და ნინო ნიშნიანიძის კანდიდატურა ჩავარდა. უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ მხარეებს შორის კონსულტაციების ჩატარების აუცილებლობაზეც ისაუბრა რასაც ოპოზიციის მხრიდან გარკვეული სახის ხმაური მოჰყვა. როგორ შეაფასეს მმართველი პარტიის გადაწყვეტილება საპარლამენტო ოპოზიციის წატრმომადგენლებმა.