„დიდი შვიდეულის“ მორიგი სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ხვალ დაიწყება. გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, აშშ-ს, კანადისა და იაპონიის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე კრიზისს და მისი მშვიდობიანად მოგვარების გზებს განიხილავენ.