საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ამჯერად, დიდ დიღომში, აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელიც. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაეცნო.