ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა 13 ივნისს დაიწყება. გრიგორიადისის საქმეში ბრალდების მხარეს მოწმეებად პოლიციელები, ექსპერტები და ბრალდებულის ერთი მეგობარი ჰყავს. გრიგორიადისის ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მის ბრალეულობას დაასაბუთებს.