იტალიის ჩრდილოეთში წყალდიდობას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. „ბიბისის“ ინფორმაციით, რამდენიმე პირი დაკარგულად ითვლება. წყალდიდობა გასული სამი დღის განმავლობაში, იტალიის ემილია-რომანიას რეგიონში მოსულმა დიდი რაოდენობის ნალექებმა განაპირობა. რეგიონის მასშტაბით ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 50 000-მდე აბონენტი. სტიქიის გამო საჭირო გახდა 10 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. გავრცელებული ცნობით, რეგიონში 20-მდე მდინარე ნაპირებიდან გადავიდა. ასევე გაუქმდა „ფორმულა 1“-ის ემილია-რომანიას გრანპრის ჩატარება.