მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას სახელმწიფოს უსაფრთხოების ფაქტორად მიიჩნევს და თვლის, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტი მოლდოვის დასაცავად არასაკმარისია. მისი თქმით, ნეიტრალიტემა ქვეყანა საფრთხეებისგან ვერ დაიცვა და ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გაგრძელების ნაცვლად მოლოდვა ევროპის ქვეყნებს უნდა დაუახლოვდეს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პატარა სახელმწიფოებისთვის გეოპოლიტიკაში ყველაზე საშიში მარტო ყოფნაა. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება მოლდოვას საშუალებას მისცემს მომავალს უფრო თავდაჯერებულად შეხედოს.