„დიდი შვიდეულის“ მორიგი სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ხვალ დაიწყება. გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, აშშ-ს, კანადისა და იაპონიის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე კრიზისს და მისი მშვიდობიანად მოგვარების გზებს განიხილავენ. ამასთან „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ჩინეთთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხებიან. წინასწარი ინფორმაციით, “შვიდეულის“ წევრი ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ჩინეთი მსოფლიოშო სურსათის მიწოდების ქსელებსა და ეკონომიკურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. შვიდეულის სამიტი 21 მაისს დასრულდება.