ოკუპირებული ყირიმის ე.წ. პარლამენტის სპიკერი, ვლადიმირ კონსტანტინოვი ადასტურებს, რომ რკინიგზაზე მომხდარი ავარიის მიზეზი აფეთქება იყო. მისივე ცნობით, აფეტქების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ლიანდაგები, რის გამოც რეგიონში სარკინიგზო გადაადგილება დროებით შეზღუდული იქნება. დროებით ოკუპირებულ ყირიმში მარცვლეულით დატვირთული 8 ვაგონი რელსებიდან დღეს დილით გადავიდა. მათგან 5 ვაგონი გადაბრუნდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.