თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულის პროცესი გაიმართა. პაკისტანის მოქალაქეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ორი პირი, ირანისა და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, პაკისტანის მოქალაქეს იარაღით ამარაგებდნენ. დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.