პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატით ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს უსმენს. აზარაშვილის მოსმენა წლიური ანგარიშის წარდგენით დაიწყო, რა დროსაც მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, მათ შორის ჰოსპიტალური საავადმყოფების DRG მექანიზმის ამოქმედებაზე, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებასა და თურქულ მედიკამენტების ბაზრის გახსნაზე გაამახვილა ყურადღება. ჯანდაცვის მინისტრმა ჯანდაცვის სფეროში ხელისუფლების მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო კიდევ ბევრი ნაბიჯის გადადგმას გეგმავს.