პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი 2 არამოსამართლე წევრის არჩევისთვის ოპოზიციას დამატებითი კონსულტაციების ჩატარება შესთავაზა. აღნიშნული 2 არამოსამართლე წევრის ასარჩევად დასახელებული კანდიდატები არიან რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე. რა გადაწყვეტილება მიიღეს პლენარულ სხდომაზე და რა პოზიცია აქვს ოპოზიციას თემის დეტალებით საკანონმდებლო ორგანოდან მაგდა ბლუაშვილი შემოგვიერთდება.