საქართველოში ამერიკის ელჩი, კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ჩნდება კითხვები, თუ რატომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენისა და უვიზო მიმოსვლის შემოღების გადაწყვეტილება ახლა. კელი დეგნანის თქმით, პუტინი მისი ნაბიჯების სანაცვლოდ ყოველთვის ითხოვს საფასურს და საკითხავია რა იქნება ეს საფასური ქართველებისთვის.