გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები ექიმის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ექიმმა ბავშვს ადგილზე პირველადი დახმარება არ გაუწია. 4 წლის თომა წიქარიძეს ექიმის მიერ ინფექციის სავარაუდოდ არასწორი მართვის გამო, სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.