აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებულ ძალებს აზერბაიჯანის არმიის პოზიციების წინააღმდეგ საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაში ადანაშაულებს. მათი ცნობით, 18 მაისს, დაახლოებით, 07:15 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის ქალბაჯარის რაიონის ელიჯას დასახლების მიმართულებით განლაგებული რამდენიმე პოზიციის წინააღმდეგ საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. უწყების მტკიცებით, ტერიტორიის დათვალიერებისას აღმოჩენილია ხელნაკეთი ჭურვების ნარჩენები, რომლებსაც სომხები უპილოტო საფრენი აპარატებისთვის იყენებდნენ. სომხური მხარე აზერბაიჯანის ბრალდებას უარყოფს.