პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, ჩადენილი გაუპატიურების და ყაჩაღობის ფაქტებზე ბრალდებულებს 20-20 წლით პატიმრობა მიესაჯათ.
სამართალდამცავებმა ბრალდებულები 2022 წლის 26 ნოემბერს დააკავეს. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყება მსგავს დანაშაულებზე უმკაცრეს პოლიტიკას ატარებს და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი უმკაცრესად დაისჯება.