ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს დღეს სესიაზე პირველი მოსმენით კენჭს უყრიან. აღნიშნული საკითხი გუშინდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის მიხედვით, იცვლება არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი.
ოპოზიციაში მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ რეფორმას მავნებლურს უწოდებენ. უმრავლესობა კი აცხადებს, რომ წარმოდგენილი პროექტი კანონში არსებულ ხარვეზებს გამოასწორებს. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას 76 ხმა სჭირდება.