ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით დაპირისპირებაში „მანჩესტერ სიტიმ“ მადრიდის „რეალი“ 4-ბურთიანი სხვაობით უშანსოდ დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა. 10 ივნისს სტამბოლში პეპ გვარდიოლას გუნდი აშკარა ფავორიტი იქნება მილანის „ინტერთან“ მატჩში. სიტი ისტორიის დაწერას და ტიტულის პირველად მოპოვებას შეეცდება.
პირველ ნახევარფინალურ მატჩთან შედარებით, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1:1 დასრულდა, რეალის დაცვაში ერთი ცვლილება მოხდა. დაბრუნებულმა მილიტაომ შემადგენლობიდან ამოაგდო რუდიგერი, რომელიც ჰოლანდს კარგად ეთამაშა, პეპ გვარდიოლას კი ცვლილება არ გაუკეთებია.
პირველმა ტაიმმა „მანჩესტერ სიტის“ დომინირებით ჩაიარა. „რეალს“ მთელი ტაიმის განმავლობაში არცერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონია, ჯამში, ერთხელ დაარტყა, როცა ტონი კროოსმა ძელს გაარტყა ბურთი. მადრიდელთა მოსალოდნელი გოლის ინდექსი 0.01-ს უდრიდა. „სიტიმ“ 13 დარტყმა შეასრულა, აქედან ხუთი იყო ზუსტი და ამას ბერნარდო სილვას დუბლი მოჰყვა – 2:0. პორტუგალიელის გოლებამდე ტიბო კურტუამ ორი „მკვდარი“ ბურთი აუღო ერლინგ ჰალანდს.
მეორე ტაიმში „სიტიმ“ უფრო მეტად დაუთმო ბურთი მეტოქეს და კონტრშეტევებზე გადავიდა. თუმცა, მესამე გოლი სტანდარტულიდან გავიდა მილიტაოს ავტოგოლით, ბოლოს კი, როცა თამაში მთავრდებოდა, შეცვლაზე შესულმა ხულიან ალვარესმა დაასრულა ესპანელთა განადგურება.
აღსანიშნავია, რომ კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი 191-ედ გაიყვანა და მწვრთნელთა შორის რეკორდსმენ სერ ალექს ფერგიუსონს გაუსწრო. ცნობისთვის, „მანჩესტერ სიტიმ” „რეალს“ ბოლო 3 საშინაო შეხვედრა ისე მოუგო, რომ შეხვედრაში 3 ან მეტი გოლი გავიდა.
მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგაზე 26 შეხვედრაა არ წაუგია, სულ 23-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.