პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას დღეს გააგრძელებს - დარჩენილ 2 ადგილზე პრეტენზიას 4 კანდიდატი აცხადებს. საბჭოს წევრობის არამოსამართლე კანდიდატებს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ხმის მიცემის პროცესი ჩავარდეს.