მათემატიკოსი, პოლიტიკური მოღვაწე რუსუდან ბერიძე 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ახლობლები და ნათესავები ავრცელებენ.
რუსუდან ბერიძე ქალაქ ოზურგეთში დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
1965 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ლექტორი, 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. ასევე, იყო სპიკერის მოადგილე და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, 1997-2005 წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო.
რუსუდან ბერიძე 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი იყო.