ევროპული საბჭოს ინფორმაციით, ევროპარლამენტის შემდეგი არჩევნები 2024 წლის 6-9 ივნისს გაიმართება. გავრცელებული ცნობით, ევროპარლამენტის არჩევნების თარიღი ევროკაშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა დაამტკიცეს. მომდევნო არჩევნებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების 400 მილიონი მოქალაქე, საკანონმდებლო ორგანოს 705 წევრს აირჩევს. განახლება ცვლილებებს ასევე ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობაში იწვევს. ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ჯერ არ დაუდასტურებია, აპირებს თუ არა, ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ხუთწლიანი ვადით იყაროს კენჭი. ევროკავშირში არჩევნები ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება და მსოფლიოში ყველაზე დიდ ტრანსნაციონალურ პროცესად ითვლება.