გერმანიის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის, 5 მილიარდ ევროზე მეტი რუსული აქტივია გაყინული. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ევროკომისია აწარმოებს სამართლებრივ განხილვას, თუ როგორ არის შესაძლებელი გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია, მათ შორის ცენტრალური ბანკის რეზერვების ჩათვლით. ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა გერმანულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ აგრესორი რუსეთი საერთაშორისო კანონმდებლობით ვალდებულია უკრაინას რეპარაციები გადაუხადოს. რამდენიმე კვირის წინ ევროკომისიამ თავისი მოთხოვნები, უკრაინაში ომის შედეგად მიყენებულ ზარალზე რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს კიდევ ერთხელ დაადასტურა.