რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ სომხეთს ურჩევს, უარი თქვას რუსული სამხედრო ბაზისა და მესაზღვრეების განთავსებაზე, სანაცვლოდ კი ქვეყანას უსაფრთხოების უზრუნველყოფას ჰპირდება. ლავროვის თქმით, აშშ-ის პოზიცია ღია პროვოკაციაა და არ შეიძლება საუბარი დიპლომატიაზე იყოს. მისივე თქმით, დასავლეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ის წევრებზე, ასევე შუა აზიასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე მეთოდურად და ცინიკურად ზეწოლას ახორციელებს.