ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი კოოპერაციული საწარმო შეიქმნა. კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 95 % -იანი თანადაფინანსებით 98,000 ლარის ღირებულების რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოო დანადგარები გადაეცა. საწარმოში წლიურად 45 ტონა რძის გადამუშავებაა შესაძლებელი.