იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 29 არამოსამართლე წევრობის მსურველიდან პარლამენტმა 3 კანდიდატი - ტრისტან ბენაშვილი 93 ხმით, გიორგი გზობავა 91 ხმით და ზურაბ გურასპაშვილი 93 ხმით აირჩია. ოპოზიციის მტკიცებით მათთან შეუთანხმებლად ,,ქართულ ოცნებას" 5 ოპოზიციონერი დეპუტატი გაურიგდა, მათ შორის ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ვინ არიან ეს ადამიანები და რა ხდებოდა პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში.