პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს მხოლოდ სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილი კანდიდატების ასარჩევად საჭირო ხმები ვერ მოგროვდა. სამი წევრის არჩევის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ირკვევა, რომ ოპოზიციიდან 5 დეპუტატმა შეთანხმების მიუხედავად, ქართული ოცნების კანდიდატებს მხარი მაინც დაუჭირა.