22 მაისიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ინოვაციური გადახდის სერვისით სარგებლობა შეეძლებათ. კახა კალაძის თქმით, QR კოდის სისტემა მგზავრობის საფასურის გადახდის გამარტივებას ისახავს მიზნად. მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ახალი, ფასიანი სერვისების შემოღებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ფასიანი მომსახურების დამატების შემდეგ, იმ ადამიანებს, რომლებსაც დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება არ აქვთ, მერიის თანამშრომელი წარმომადგენლის სახით ეყოლებათ და ყველა სამუშაოს ის შეასრულებს.