ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი პრემიერს და მმართველ პარტიას მოუწოდებს, შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა, შეუსაბამოს საგარეო პოლიტიკა ქვეყნის გაცხადებულ ეროვნულ ინტერესებს და გააუქმოს რუსეთთან პირდაპირი ფრენები. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდი ზრდის ოკუპანტი ქვეყნის გავლენებს საქართველოში, რაც იქნება დამატებითი ბარიერი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში. ხელისუფლების წარმომადგელები კი აცხადებენ, რომ საქართველოს საკუთარი ინტერესები გააჩნია და რუსეთთან ზედმეტ კონფრონტაციაში შესვლა ქვეყანისთვის ახალ საფრთხეებს გააჩენს.