ინდოეთის ოკეანეში ჩინური სათევზაო ნავი ჩაიძირა. ამ ეტაპზე მაშველები 39 ადამიანს ეძებენ. ჩინური მედიის ცნობით, დაკარგულთა შორის არიან ჩინელი, ინდონეზიელი და ფილიპინელი მეთევზეები და მეზღვაურები. ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სამაშველო ოპერაციის ჩატარების განკარგულება გასცა. ამ დროისთვის ჯერ არცერთი დაკარგული პირი არ არის ნაპოვნი. შემთხვევის ადგილზე ავსტრალიიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ.