საპატრიარქოს ორგანიზებით „ოჯახის სიწმინდის დღესთან“ დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა რამდენიმე წუთში დაიწყება. მსვლელობა ქაშვეთის ტაძრიდან სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე წარიმართება, სადაც სამადლობელი პარაკლისი შესრულდება. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.