„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, 57 საარჩევნო ოლქში რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეებს ელექტრონული წესით, შესაბამისი კონფერენციები აირჩევენ.
პარტიის ცნობით, “ნაციონალური მოძრაობა” დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების გაძლიერებას აგრძელებს. ამ პროცესის დასრულების შემდეგ პოლიტიკური საბჭოც სრულად იქნება დაკომპლექტებული.