იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების წარდგენასთან დაკავშირებითაც ოპოზიცია საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ გამოხატავს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის მიუღებელია მმართველი პარტიის მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი. ისინი მზად არიან ჩაერთონ ამ საკითხზე მიმდინარე პროცესებში, თუმცა ხელისუფლების არგუმენტებს არ იზიარებენ. ოპოზიცია მმართველ გუნდს კონსულტაციებისკენ მოუწოდებს.