საქართველოს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, მათი პარლამენტისთვის წარდგენისა და არჩევის წესში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს. “საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის შერჩევა პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა იქნება.