დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"შვილი მომიკლეს, დამნაშავე თავისუფალია, ექსპერტიზის პასუხები დაუსრულებლად არ მოდის. ამ ქვეყანას საქართველო ჰქვია" - წერს ნატო ხუტაშვილი.
დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.