დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა განცხადებას ავრცელებს - Palitra News

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა განცხადებას ავრცელებს

2023-05-17 11:30:22+04:00

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"შვილი მომიკლეს, დამნაშავე თავისუფალია, ექსპერტიზის პასუხები დაუსრულებლად არ მოდის. ამ ქვეყანას საქართველო ჰქვია" - წერს ნატო ხუტაშვილი.

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.