ცნობილმა მოდელმა, ჰეილი ბიბერმა The Sunday Times-სთან ინტერვიუ ჩაწერა. ჟურნალისტებთან საუბარში ჯასტინ ბიბერის მეუღლემ აღნიშნა, რომ მას ძალიან სურს, ოდესმე დედა გახდეს. ამასთან, მან თქვა, რომ სოციალურ ქსელებში ბულინგის გამო მშობიარობის ეშინოდა. პოდიუმის ვარსკვლავს გამუდმებით ადარებენ ჯასტინის ყოფილს, მომღერალ სელენა გომესს. თაყვანისმცემლები ამტკიცებენ, რომ ჰეილი არის დამნაშავე მათ დაშორებაში.
ამის გამო სულ ვტირი. ძალიან მინდა ბავშვის გაჩენა, მაგრამ ძალიან მეშინია. ჩემთვის საკმარისია ის, რასაც ხალხი ამბობს ჩემს მეუღლეზე ან ჩემს მეგობრებზე. ვერც კი წარმოვიდგენ, რომ მომიწევს ადამიანებთან დაპირისპირება, რომლებიც ჩემს შვილზე რამეს იტყვიან.
მას შემდეგ, რაც ჰეილიმ თქვა, როგორ რეაგირებდა საზოგადოება მის მინიინსულტზე გასული წლის მარტში. მან აღნიშნა, რომ ინცინდენტის შემდეგ მეორე დღეს ყველაფერი ინტერნეტში იყო. შემდეგ ბიბერმა გადაწყვიტა სიტუაციის საკუთარი სიტყვებით ახსნა, რადგან ბევრმა გამოთქვა თავსი ვარაუდი, და ის ყოველთვის არ იყო სიმართლე.
,,თუ ნებას დართავთ საკუთარ თავს, მსგავს რაღაცებზე გაჩუმდეთ, მაშინ ნებას მისცემთ ხალხს, გიკარნახონ, როგორ იცხოვროთ. ხანდახან მინდა უბრალოდ გავშორდე ყველას, რადგან თუ ადამიანები ასე იქცევიან, იქნებ უბრალოდ სახლში დავრჩე. მაგრამ მე არ ვარ ასეთი ადამიანი.
ცოტა ხნის წინ ინსაიდერმა თქვა, რომ ჯასტინი ძალიან ღელავს ცოლზე; რომ გული სტკივა, როდესაც ხედავს, რომ ჰეილი ებრძვის თავის ემოციებს. წყარომ დასძინა, რომ პოპულარულ მომღერალს ცოლი ყველაფერზე მეტად უყვარს და „იცის, რომ ოქროს გული აქვს“. ბიბერი იმედგაცრუებულია იმით, თუ როგორ ექცევიან ადამიანები მის ცოლს.