სულ მალე ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრის ახალ სერიალს, The Crowded Room-ს, ვიხილავთ. Apple TV+-ის სერიალი დენიელ კიზის ცნობილი წიგნის, ბილი მილიგანის მრავალი გონების, შთაგონებით რეჟისორმა და სცენარისტმა აკივა გოლდსმენმა შექმნა. ამავე ავტორს ეკუთვნის 2001 წლის გახმაურებული ფილმი ბრწყინვალე გონება.
აღსანიშნავია, რომ სერიალში ჩვენთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ მსახიობებსაც ვიხილავთ. The Crowded Room-ში მთავარ როლებს ტომ ჰოლანდი, ამანდა საიფრედი და ემი როსუმი ასრულებენ. ჰოლანდის პერსონაჟის, დენი სალივანის, პროტოტიპი სწორედ ბილი მილიგანია.