ნიკა კვეკვესკირს „რაკუვის“ წინააღმდეგ კარგი თამაში დაუფასდა და პოლონეთის ექსტრაკლასას ოფიციალურმა გვერდმა 32-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
ქართველმა ნახევარმცველმა პოზნანის „ლეხის“ გამარჯვებაში (2:0) გადამწყვეტი როლი ითამაშა. ნიკა კვეკვესკირის გუნდი „რაკუვს“ ესტუმრა, რომელიც კონკურენტებისთვის მიუწვდომელია და პოლონეთის ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვს.
32-ე წუთზე „ჯვაროსნების“ ვიცე-კაპიტნის გადაცემით მარჩვინსკიმ ანგარიში გახსნა, ხოლო 68-ე წუთზე მისი წაქცევისთვის „რაკუვის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ველდემ გოლად გარდასახა.
პოზნანის „ლეხს“ სამეულში მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა კონფერენს ლიგის საგზური უკვე მოიპოვა.