გერმანიის კანცლერმა რეიკიავიკის სამიტის მიმდინარეობისას საქართველო ახსენა. ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინის, მოლდოვასა და ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა გარდამტეხი მომენტიდან მიღებული გაკვეთილია. სამიტი ისლანდიის დედაქალაქში გუშინ გაიხსნა. განხილვის მთავარი თემა უკრაინაა.