მონიკა ბელუჩი რეგულარულად ლიდერობს მსოფლიოს ულამაზესი ქალების სიაში და საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ქალი ნებისმიერ ასაკში შეიძლება მიმზიდველად გამოიყურებოდეს.
ბელუჩის პოპულარობა ასაკთან ერთად გაიზარდა. თუ კარიერის გარიჟრაჟზე იგი მხოლოდ სარეკლამო რგოლებში თამაშობდა, მოგვიანებით არაერთი მოდის ჟურნალის გარეკანი დაამშვენა, საკულტო ფილმებში ითამაშა და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალის სტატუსი მოიპოვა. მსახიობი ამაყობს თავისი ასაკით. ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: „არ ვისურვებდი, ისევ 20 წლის ვიყო.“
მონიკას პირველი ფილმი Vita coi figli იყო, მაგრამ საერთაშორისო აღიარება ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში, დრაკულას პატარძლის როლის შესრულების შემდეგ მოიპოვა. მისი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი „მალენა“ გახდა. ფილმი განსაცვიფრებელი სილამაზის მქონე ქალზე - მაშინ ბელუჩი 36 წლის იყო.
მონიკას არ სჯერა, რომ მსახიობებს გარკვეული ასაკის შემდეგ აღარ შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლების თამაში. 51 წლის ასაკში ის ჯეიმს ბონდის ყველაზე სექსუალურ შეყვარებულად იქცა Spectre-ში, ხოლო ერთი წლის შემდეგ, ემირ კუსტურიცას ფილმში „On the Milky Road” მთავარი როლი შეასრულა.
1990-იანი წლების ბოლოდან, თითქმის ყველა ფილმი, სადაც მონიკა გამოჩნდა, საკულტო გახდა. დრამა L'Appartement-მა ბელუჩის სეზარის ჯილდოზე პირველი ნომინაცია მოუტანა და კინოინდუსტრიაში მისი პოზიცია გააძლიერა. სწორედ ამ ფილმზე მუშაობის დროს გაიცნო ვენსან კასელი და მათი ურთიერთობა ბელუჩისთვის მართლაც მნიშვნელოვანი გახდა.
ბელუჩიმ და კასელმა ერთად 17 წელი გაატარეს. მონიკას პირველი ქალიშვილი 39 წლის ასაკში შეეძინა, მეორე კი - 45. 3 წლის შემდეგ წყვილმა დაშორება გადაწყვიტა. დაშორებამდე ცოტა ხნით ადრე ბელუჩიმ თქვა: „არასდროს ვიცით ქორწინება რამდენ ხანს გაგრძელდება... დღეს მუშაობს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, არ ვიცი“.
რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი არავინ იცის. ვენსანი და მონიკა დიდი პატივისცემით საუბრობდნენ ერთმანეთის შესახებ ინტერვიუების დროს. თუმცა, მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქმარს ბოლომდე არასდროს ენდობოდა. დღეს მონიკა წარმატებით აგრძელებს სამსახიობო კარიერას და ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მოდელადაც რჩება. თავის მოვლის წესებს კი ფანებს ხშირად უზიარებს.