აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადონ.
სენატში გამართულ მოსმენაზე სენატორმა ლინდსი გრემმა ბლინკენს შეკითხვა დაუსვა : „არასოდეს აპირებთ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას, არა?“- რაზეც ბლინკენმა უპასუხა : „არასოდეს თქვა, არასოდეს“.
შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენებმა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ მოუწოდეს ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციას, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ "ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად" გამოაცხადებს.