ეს არის კუდის ქიცინი რუსებისთვის, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენაზე საუბრისას განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ღირსეული მთავრობა ფრენების აღდგენაზე უარს იტყოდა.
„როგორც ჩანს რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ძალიან რეალური გახდა კანდიდატის სტატუსის მოცემა და სავარაუდოდ, ამ პროცესის შეფერხება უნდა.
ღირსეული ქვეყნის ღირსეული მთავრობა უარს იტყოდა ფრენებზე. იტყოდა, რომ ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ძალიან დაგვიანებულია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.