მიანმარის რაჰიინის შტატში ციკლონ „მოკას“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. მიანმარის ხელისუფლებამ რეგიონი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. ქვეყნის სანაპირო ზოლში სტიქიამ ასობით სახლი და დროებითი თავშესაფარი გაანადგურა. BBC-ის ცნობით, ციკლონმა განსაკუთრებით ის რეგიონი დააზარალა, სადაც ათასობით დევნილი მუსლიმი როჰინჯა ცხოვრობს.