რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, რუსეთის ხანტი-მანსის ოლქში მაგისტრალური გაზსადენი "იამალ-ევროპა" აფეთქდა. წინასწარი მონაცემებით შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ვრცელდება ინფორმაცია ხუთი დაშავებულის შესახებ. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მედიის ცნობით, აფეთქება კომპანია „გაზპრომ ტრანს გაზ იუ გორსკის“ მაგისტრალური გაზსადენზე მოხდა, რომელიც ამჟამად არ მუშაობს. ინციდენტის შემდეგ ტერიტორიაზე გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა.