რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი არ ეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა გეოპოლიტიკური მარცხი განიცადა. მედვედევის მტკიცებით მარცხი ნატო-ს „პრიმიტიულმა პოლიტიკურმა კურსმა“ განიცადა. მისი თქმით, ახლა ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა დღისა და ღამის განმავლობაში რუსეთზე ფიქრობს.