იუსტიციის უმაღლეს საბჭში ხუთი პოზიცია ვაკანტურია, თუმცა ამ დრომდე ხელისუფლება და ოპოზიცია საკითხზე პოზიციების შეჯერებას ვერ ახერხებს. მმართველი გუნდი საკუთარ ოპონენტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატების დასახელებას სთავაზობს, თუმცა ოპოზიციისთვის ეს შეთავაზება მიუღებელია. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათ ულტიმატუმის ენით ესაუბრება და სასამართლო სისტემაში მიუკერძო ებულობისა და კორპორატივიზმის პრობლემის აღმოფხვრას არ ცდილობს. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის მიზანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე კანდიდატების კენჭისყრა ჩავარდეს.