ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან 1 წელი გავიდა. მთავარი არხის გენერალური დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით მისმა მხადდამჭერებმა, პოლიტიკოსებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, სადაც მომდევნო საპროტესტო აქცია 27 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაანონსეს. ნიკა გვარამიას მხარდამჭერები განმარტავენ რომ სალომე ზურაბიშვილმა მის ხელთ არსებული ბერკეტი უნდა გამოიყენოს და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს.