ევროკავშირში საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებენ - Palitra News

ევროკავშირში საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებენ

2023-05-16 16:57:14+04:00

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი პიტერ სტანო რუსეთთან ფრენების აღდგენას ეხმაურება. სტანოს თქმით, საქართველოს გადაწყვეტილება, ევროკავშირში შეშფოთებას იწვევს და აჩენს კითხვებს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით.