საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციისგან, დღის ბოლომდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატების დასახელებას ელის, თუმცა შეთავაზებას აკრიტიკებენ თავად ოპოზიციონერი დეპუტატები. მათი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. ოპოზიცია მმართველ გუნდს კონსულტაციებს სთავაზობს. უმრავლესობის ლიდერები კი ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ,რომ მზად არიან სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში ოპონენტებს მოუსმინონ.